Belive

რუსი კომენტატორი: "ხვიჩას გამო ფანებმა ბილეთები მარცხენა ფლანგზე იყიდეს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში "რუბინმა" შინ "სოჭი" 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. სანაკრებო მატჩებში მიღებული დიდი დატვირთვის გამო, ლეონიდ სლუცკიმ 20 წლის ქართველი ფეხბურთელი დაასვენა და ის სათამაშოდ მეორე ტაიმში შეიყვანა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ "რუბინის" ფანებსაც, რომლებმაც ბილეთები სწორედ ხვიჩას პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე შეიძინეს.
"ქომაგებმა იცოდნენ, რომ დღეს კვარაცხელია დაისვენებდა, თამაშში კი ის მეორე ნახევრიდან ჩაერთვებოდა. სწორედ ამიტომ,  მათ ბილეთები სპეციალურად მარცხენა ფლანგის სიახლოვეს შეიძინეს, რათა ხვიჩასთვის კარგად ეყურებინათ," - ამბობს რუსი კომენტატორი.

სხვა სტატიები