Belive

რუსი კომენტატორი | საქართველოც იგივეს გააკეთებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უკრაინამ “ევრო 2020”-ის მაისური წარადგინა – ახალ ფორმაზე ქვეყნის საზღვრის კონტურია დატანილი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს. ასევე, მაისურზე ვხვდებით წარწერას: “დიდება უკრაინას”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთმა უკრაინელთა ორიგინალური გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროვოკაციად შეაფასა. 2014 წლის 18 მარტს, უკრაინის ტერიტორია, ყირიმი, რუსეთის მიერ ანექსირებულ იქნა – ამჟამად, ტერიტორიას სეპარატისტული ძალები აკონტროლებენ, რომელსაც საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვს. უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმა, რუსეთში საყოველთაო ვნებათაღელვის თემად იქცა. არაერთმა პოლიტიკოსმა, სპორტულმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ, უკრაინის მიმართ უკმაყოფილება არ დამალა და ფაქტი ნეგატიურად შეაფასა, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც უკრაინის ქმედება არ გაუკვირდათ. НТВ-Плюс-ის ყოფილი კომენტატორი - ალექსეი ანდრონოვი უკრაინის ნაკრების სათამაშო ფორმის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთში ატეხილი ისტერია უსაფუძვლოა. ანდრონოვის მტკიცებით, საქართველოც იგივეს გააკეთებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და ამაში არაფერია გასაკვირი.
"დიახ უკრაინა ადგენდა, ადგენს და მომავალშიც შეადგენს საკუთარ რუკას - მათ შორის ყირიმის ჩათვლით". "დიახ, საქართველოც იგივეს გააკეთებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში". "დიახ, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი საბჭოთა კავშირს ოკუპანტად მიიჩნევენ. დიახ, ეს ასეა. ნუთუ სხვა პრობლემები არ გვაქვს? მხოლოდ ეს გვაინტერესებს?" - აღნიშნა ალექსეი ანდრონოვმა.

სხვა სტატიები