Belive

რუსი ექსპერტი ლოკომოტივთან მარცხის შემდეგ: "სამარცხვინოდ დავმარცხდით"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკოკოტივმა” “დინამო მოსკოვთან” ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა რუსული კლუბი სიხარულიძისა და გავაშელიშვილის გოლებით, ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსმა, ალექსანდრ ბუბნოვმა, კომენტარი გააკეთა და "დინამო მოსკოვის" მარცხს "სამარცხვინო" უწოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ წინა სტადიაზე ქართველებმა რუმინული "კრაიოვა"დაამარცხეს, ველოდი, რომ მოსკოვურ გუნდს იოლი გასეირნება არ ელოდებოდათ. იმის მიუხედავად, რომ "დინამოს" შემადგენლობის სატრანსფერო ღირებულება მოწინააღმდეგეზე 10-ჯერ უფრო მეტია, მასპინძლებლემა მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშეს. ჩლეულებისამებრ, ქართველები ტექნიკურად კარგად არიან აღჭურვილები, მაგრამ "ლოკომოტივი" დაცვაშიც კარგად თამაშობდა, გამოსაყოფია ასევე ისიც, რომ მეკარემ მაღალი ხარისხის ფეხბურთი შემოგვთავაზა. სწორედ ამ გარემოებების შედეგად, "ლოკომოტივმა" გაცილებით ძლიერი მეტოქე დაამარცხა. ცხადია, სამწვრთნელო შტაბის შეცდომებზეც უნდა ვისაუბროთ - გუნდს 1 ნომინალური თავდამსხმელით არ უნდა ეთამაშა. მოედანზე იგბუნის გამოსვლის შემდეგ, "ლოკომოტივის" საჯარიმოზე ზეწოლა გაიზარდა და ჩემი აზრით, გუნდს თავიდანვე ასე უნდა ეთამაშა. ხელმძღვანელობა კლუბის ინფრასტრუქტურისა და შემადგენლობის გაძლიერებისთვის ძალიან დიდ სახსრებს გასცემს და ამის გათვალისწინებით, "ლოკომოტივთან" მარცხს სამარცხვინო უნდა ეწოდოს" - განაცხადა ბუბნოვმა.

ასევე იხილეთ: ლოკომოტივის ფეხბურთელების საოცარი ემოცია მოსკოველების დამარცხების შემდეგ (ვიდეო)

სხვა სტატიები