Belive

რუსმა პოლიტიკოსმა ქართული გუნდების დასჯაზე მორიგი განცხადება გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსი პოლიტიკოსი, იგორ ლებედევი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ანტისაოკუპაციო ჟესტის გამო ქართული გუნდების დასჯას ითხოვდა, კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. შეგახსენებთ, რომ UEFA-მ რუსების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ფეხბურთის მმართველ ორგანოში თქვეს, რომ ისინი მხოლოდ თავიანთი ეგიდით ჩატარებულ მატჩებს იძიებენ. "ქართული გუნდების საქციელი ყველანაირ წესებს არღვევს. UEFA-მ გვითხრა, რომ საქართველოს შიდა ჩემპიონატში გამართულ თამაშებთან კავშირი არ აქვთ, თუმცა, ნათელია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არავის დასჯის. ვინ იცის, შესაძლოა, გუნდების ეს გადაწყვეტილება მოსწონთ კიდეც," - თქვა რუსმა პოლოტიკოსმა. ლევან კობიაშვილმა ქართველ ფეხბურთელებსა და გუნდებს ოკუპაციის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისთვის მადლობა მართლაც გადაუხადა და მათი მხარდაჭერა საჯაროდ დააფიქსირა.

სხვა სტატიები