Belive

რუსულ გუნდში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერლიგაში კორონავირუსის მორიგი შემთხვევები დაფიქსირდა. "სოჭში" 9 ადამიანის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს, თუმცა ცნობილი არაა კორონავირუსი ფეხბურთელებს თუ კლუბში მომუშავე პირებს დაუდგინდათ. ვლადიმირ ფედოტოვის გაწვრთნილი გუნდი 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-12 პოზიციას იკავებს. "სოჭს" დღეს პრემიერლიგის 29-ე ტურში "ტამბოვთან" უნდა ეთამაშა, თუმცა შეხვედრა გადაიდო.

სხვა სტატიები