Belive

რუსული გუნდების მაისურებზე ლენინის გამოსახულება გამოჩნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პირველი ლიგის მატჩში "ვოლგასა" და "ჩელიაბინსკის" ფეხბურთელებმა ვლადიმირ ლენინის გამოსახულებიანი მაისურებით ითამაშეს. გუნდებმა ასე აღნიშნეს "დიდი ბელადის", ვლადიმირ ლენინის დაბადების დღე, რომელიც 149 წლის წინ მოევლინა სამყაროს და "ერთმორწმუნეთათვის" ბევრ ცოცხალზე ცოცხალია. მაისურაზე ვლადიმირ ილიჩი მეკარის ფორმაშია გამოსახული. "ვოლგას" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ მატჩის შემდეგ მაისურები აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. მატჩი "ვოლგას" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები