Belive

რუსული კლუბი ხაბიბს კონტრაქტს სთავაზობს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც იცით, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯის დამარცხების შემდეგ UFC-ის კარიერის დასრულება გადაწყვიტა. დაუმარცხებელმა რუსმა მებრძოლმა კი ახლა საფეხბურთო კარიერის დაწყების სურვილი გამოთქვა. ხაბიბი უკვე ესტუმრა მოსკოვის "სპარტაკის" შეკრებას, სადაც გუნდის მოთამაშეებთან ერთად ფეხბურთიც ითამაშა. ახლა კი ნურმაგომედოვს კონტრაქტი რუსეთის მე-3 ლიგის კლუბმა "კამაზმა" შესთავაზა.

"კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ხაბიბ. გთავაზობთ დიდ ფეხბურთში დებიუტს ჩვენს გუნდთან ერთად. აქ არის მიზეზების ჩამონათვალი: რუსეთის ლიგა ფეხბურთის UFC-ია, ჰოკეისტის დებიუტი (ნაგულისხმებია არტიომ ლუკოიანოვი, რომელმაც ფეხბურთის თამაში სწორედ "კამაზში" დაიწყო), ჩვენ ვთამაშობთ ყველა შეხვედრას გამარჯვებისთვის, ამბიციური გუნდი რუსეთის მე-2 ლიგაში გადასვლის მიზნით. გიწვევთ შეკრებაზე 12 თებერვლიდან 5 მარტამდე.

სხვა სტატიები