Belive

რუსული მედია ადასტურებს: ანანიძე იჯარით თურქულ გუნდში ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს დადასტურდა, რომ ჯანო ანანიძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე თურქეთის ჩემპიონატში გადავა. რუსული მედიის თანახმად, ქართველი ფეხბურთელი სეზონის დარჩენილ ნაწილს იჯარის წესით "დენიზლისპორში" გაატარებს. Sovsport.ru-ის თქმით, მოსკოვის "სპარტაკი" მზად არის, რომ ანანიძის ხელფასის გარკვეული ნაწილი კვლავ გადაიხადოს. ჯანო ანანიძე "სპარტაკში" 2009 წლიდან თამაშობს. 27 წლის ნახევარმცველმა რუსულ გუნდში 146 მატჩი ჩაატარა, სადაც 16 გოლსა და 17 ასისტს მოუყარა თავი.  

სხვა სტატიები