Belive

რუსული მედია: ჯუღელს და რუბინს კონფლიქტი აქვთ, კვარაცხელია კლუბს დატოვებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრესტიჟული რუსული გამოცემა Championat.com-ი საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს. რუსული გამოცემის ინფორმაციით, ყაზანის "რუბინიდან" 20 წლის მარცხენაფლანგელის წასვლა კიდევ უფრო რეალური ხდება, რასაც ფეხბურთელის აგენტ, მამუკა ჯუღელსა და კლუბს შორის არსებული კონფლიქტიც აძლიერებს. "ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს ყაზანის "რუბინთან" კონფლიქტი აქვს, რის გამოც ის თავისი კლიენტის კლუბიდან წაყვანას აპირებს, თანაც ფეხბურთელზე ისედაც დიდი მოთხოვნაა", - ციტირებს რუსული გამოცემა ინფორმატორის სიტყვებს. Chamopionat-ის ინფორმაციით, კონფლიქტი რუსეთის პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის ბოლო, 30-ე ტურის შემდეგ წარმოიშვა, რომელიც ფრედ - 1:1 დასრულდა და რომლის შემდეგაც ვოლგოგრადელებმა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლეს და რანგით ქვედა დივიზიონში დაქვეითდნენ. დასრულებულ სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები