Belive

რუსული მედია: ხვიჩა კვარაცხელია რუბინში რჩება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე, რუსული სპორტული მედია ყაზანის "რუბინის" გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებზე ლიმიტი არის დაწესებული: გუნდებს განაცხადში რვაზე მეტ უცხოელის შეყვანა არ შეუძლიათ. რუსული მედია კი იტყობინება, რომ "რუბინი" 3 ლეგიონერის გაშვებას გეგმავს, რათა ხვიჩა კვარაცხელია, ჯორჯე დესპოტოვიჩი და ახალწვეული, ანდერს დრეიერი გუნდში დაარეგისტრიროს. წინასწარი ინფორმაციით, "რუბინი" სილვიე ბეგიჩს "კრილია სოვეტოვში" იჯარით გაუშვებს, დარკო იევტიჩი ბერძნულ "აეკ-ში" ითამაშებს, დარკო ეტიჩი კი ყოფილ კლუბს, "სენარ ბერმარეს" დაუბრუნდება. იქედან რამომდინარე, რომ "რუბინი" 8 ლეგიონერის ლიმიტის დაცვის მიზნით, 3 ფეხბურთელს გუნდიდან უშვებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია - რომლის ევროპაში ტრანსფერს, ქართველი გულშემატკივარი, მთელი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად ელოდებოდა - კვლავ რუსეთის პრემიერ ლიგაში ითამაშებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ შეუშალა მის აგენტს, მამუკა ჯუღელს, "პერეგავორების" წარმოებაში ხელი, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება - ხვიჩა მამუკა ჯუღელთან დაკავშირებული პირველი ფეხბურთელი არ არის, რომელსაც ევროპაში ცალი ფეხი უკვე გადგმული ჰქონდა თუმცა კვლავ რუსეთში მოუწია დარჩენა (სხვადასხვა პერიოდში, კვარაცხელიას "ტოტენჰემს", "ლიდსს", "მილანს", "დორტმუნდს" და სხვა ევროპულ კლუბებს უკავშირებდნენ). Live.ge ქართველ ტალანტს წარმატებულ სეზონს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავისი წინამორბედების გზას არ გაიმეორებს და გაცილებით წარმატებული, ფართომასშტაბიანი საფეხბურთო კარიერა ექნება.

სხვა სტატიები