Belive

რუსული მედია - ხვიჩა რუბინს ზაფხულში დატოვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსული მედია ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. Business Online-ის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა "რუბინი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს. უდიდესი ალბათობით, კვარაცხელია ყაზანურ კლუბიდან ზაფხულში წავა. წყაროს თქმით, რუსებს ახლა კონკრეტული შეთავაზება არც აქვთ. როგორც მოგეხსენებათ, თავად ხვიჩამ არაერთხელ აღნიშნა, რომ "რუბინის" დატოვების შემდეგ კარიერის გაგრძელებას ის მხოლოდ ევროპულ ჩემპიონატებში აპირებს. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს არაერთ კარგ კლუბს, მათ შორის, "დორტმუნდის ბორუსიას" დაუკავშირეს.  

სხვა სტატიები