Belive

რუსული მედია: "ხვიჩა ზამთარში რუბინის მთავარი სახეა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"რუბინმა" ბელეკში მეორე შეკრება დაასრულა. რუსულმა გამოცემა sport-express.ru-მ ყაზანელთა ჩატარებული შეხვედრები შეაჯამა და ვრცელი სტატია ხვიჩა კვარაცხელიასაც მიუძღვნა. როგორც მოგეხსენებათ, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი სლუცკის გუნდის თურქულ შეკრებაზე საუკეთესოდ გამოიყურება. ხვიჩამ 5 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.
"როგორც სეზონის ოფიციალურ თამაშებში, ისე შეკრებაზე, "რუბინის" მთავარი სახე ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა 5 თამაშში თავი 5-ჯერ გამოიჩინა - ეს კი ზამთარში ყაზანელების რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია. ერთი წლის წინ, იმავე ბელეკში, ხვიჩა ეჩვეოდა იმას, რომ სლუცკი ენდობოდა და ათამაშებდა. დღეს კი "რუბინის" თამაში კვარაცხელიას მიჰყავს, ის მთელ ყურადღებას იპყრობს. ყაზანელთა ზოგიერთ თამაშზე ხალხი იმისთვის მოდის, რომ კონკრეტულად ნახოს ხვიჩა, რომელიც იტანს გოლებს, აკეთებს ასისტებს და მიდის ეფექტურ დრიბლინგებზე. ამხანაგურ შეხვედრებიც კი მის წინააღმდეგ 2-3 მეტოქე თამაშობს. ისინი ცდილობენ, რომ ხვიჩა მდგომარეობიდან გამოიყვანონ. "ნიჟნი ნოვგოროდის" წინააღმდეგ ბოლო მატჩშიც კვარაცხელიას ფეხში ჩაარტყეს, რასაც ქართველმა ეფექტური დუბლით უპასუხა. სლუცკის მწვრთნელობისას 20 წლის ვინგერი ისე დაიხვეწა, რომ ის შეეჩვია მოწინააღმდეგის მიერ თამაშის ცალკე გარჩევას და პერსონალურ მეურვეობას. კვარა ახლა უფრო მრავალმხრივად მოქმედებს: გადადის მოპირდაპირე ფლანგზე, ფეთქებადია ცენტრიდან, ეძებს სივრცეებს. თვალშისაცემია, რომ ხვიჩა ფოკუსირებულია სეზონის დარჩენილ ნაწილზე და უნდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე თავს იმდენი დაუმტკიცოს, რამდენიც შესაძლებელია. "რუბინი" მის გასაშვებად ზამთარში მზად არ იყო, მაგრამ ზაფხულში მთავარი ვარსკვლავის ევროპულ კლუბში გასაყიდად ისინი დიალოგს წარმართავენ. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ნიჭიერი ქართველისთვის ეს რუსეთში ბოლო სეზონი იყოს," - წერს sport-express.ru.

სხვა სტატიები