Belive

რუსული მედია - ხვიჩას აგენტი რამდენიმე დღეში იტალიაში გაფრინდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსული მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მორიგ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. sports.ru-ის ჟურნალისტის, ნობელ არუსტამიანის ცნობით, 20 წლის ქართველი ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი უახლოეს დღეებში იტალიაში გაემგზავრება, სადაც "მილანისა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას გამართავს. გარდა ამისა, ინტერესს გამოთქვამს "ნაპოლიც". რუსული გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიას ტრანსფერში ჩართულია კახა კალაძეც. "მილანის" ვეტერანი ფეხბურთელი ხვიჩას შესახებ იტალიელებს რეკომენდაციას აძლევს. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ რამდენიმე წუთის წინ, "რუბინის" რიგებში მორიგი გოლი გაიტანა. სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ მან "სოჭის" კარიც აიღო.

სხვა სტატიები