Belive

რუსული მედია - კვარაცხელიამ მილანთან კონტრაქტი შეათანხმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედია რუსულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანთან" კონტრაქტი შეათანხმა. football-italia-ს თანახმად, ტრანსფერში გუნდებს დახმარება გაუწია საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "როსონერის" ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ. გარდა ამისა, კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მისი შვილი რუსეთში ზაფხულის შემდეგ აღარ ითამაშებდა. ჯერჯერობით შეთანხმების არც ერთი დეტალი ცნობილი არაა. შეგახსენებთ, რომ "რუბინი" ხვიჩას 15-20 მილიონ ევროდ აფასებს. კვარაცხელია ამ წუთებში ყაზანელთა ახალი სეზონის პირველ მატჩში თამაშობს. 20 წლის ვინგერი "სპარტაკთან" შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაშია.

სხვა სტატიები