Belive

რუსული მედია - რუბინმა დორტმუნდისგან შემოთავაზება მიიღო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, "რუბინის" 19 წლის ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპული გუნდების ყურადღება მიიპყრო. ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით "სევილია" და "დორტმუნდი" დაინტერესდნენ. რუსული მედიის უახლესი ინფორმაციის თანახმად, გერმანელებს ხვიჩას შეძენა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურთ. "რუბინმა" კვარაცხელიას თაობაზე შემოთავაზება "ბორუსიასგან" უკვე მიიღო. როგორც ცნობილია, დორტმუნდელები ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 7,5 მილიონ ევროს იხდიან. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი და 5 ასისტია.

სხვა სტატიები