Belive

რუსული მედია - შესაძლოა ხვიჩა რუბინში უკანასკნელ წუთებს ატარებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინში" მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამხანაგურ ტურნირ პარიმატჩ პრემიერზე ყაზანურ გუნდს მოაგებინა. ხვიჩა მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა, მატჩის ბოლო წამებზე კი "ხიმკის" ულამაზესი გოლი გაუტანა. აღნიშნული თამაშის შემდეგ, კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე მედიაში კიდევ ერთხელ დაიწერა.
"ტოპ კლუბები ხვიჩასთვის იბრძვიან. სლუცკი მზად არის, რომ ქართველს შეელიოს, ის კვარაცხელიას შემცვლელის ძებნით არის დაკავებული. შესაძლებელია, რომ პარიმატჩის თასზე ხვიჩა "რუბინის" რიგებში უკანასკნელ წუთებს ატარებს," - წერს რუსული მედია.

სხვა სტატიები