Belive

რუსული მედია: სპარტაკი ანანიძეს უშვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს რუსულ მედიაში ჯანო ანანიძის მომავალთან დაკავშირებით ალაპარაკდნენ. Sport24-ის ინფორმაციის თანახმად, "სპარტაკი" ზამთარში ქართველ ფეხბურთელს გუნდიდან გაუშვებს. წყაროში ასევე წერია, რომ ანანიძესთან ერთად მოსკოველები აიაზ გულიევის გაყიდვას აპირებენ. ჯანოს "სპარტაკში" თამაში თითქმის არ უწევს. 27 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 4-ჯერ დააყენა. შეგახსენებთ, რომ ანანიძე რუსულ კლუბში 2009 წლიდან თამაშობს. საქართველოს ნაკრების წევრმა 10 წლის განმავლობაში "სპარტაკის" მაისური 146-ჯერ მოირგო და 16 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები