Belive

რუსულმა კლუბმა საქართველოს სრული რუკა გამოსახა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის "რუბინი" სანაკრებო პაუზის დაყწებას Facebook-ზე გამოეხმაურა. რუსეთის ჩემპიონატის ბინადარმა კლუბმა იმ ფეხბურთელების ფოტო განათავსა, რომლებიც თავ-თავიანთ ეროვნულ გუნდებში გამოიძახეს, მათ ფონზე კი სამშობლოს რუკა იყო გამოსახული. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში "რუბინიდან" ორი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი გამოიძახეს, მათ უკან კი საქართველოს სრულფასოვანი რუკა იყო გამოსახული (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით). მალე პოსტი ყაზანელთა გვერდიდან გაქრა, რაც სავარაუდოდ სწორედ საქართველოს რუკით იყო გამოწვეული. შეგახსენებთ, რუბინში ზემოთხსენებული ორი ქართველის გარდა ბექა მიქელთაძე და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ნიკა ყიფიანიც ირიცხება, ამ უკანასკნელის გარდა მიმდინარე სეზონში გოლის გატანა ყველა მათგანმა მოახერხა.

სხვა სტატიები