Belive

რუუდ გულიტმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, რუუდ გულიტმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. "კრიშტიანუ რონალდუ? ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. მან საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო, ნაკრებში კი ევროპის ჩემპიონი გახდა. პორტუგალიელმა ასევე 5 ოქროს ბურთი მოიპოვა და 3 სხვადასხვა ქვეყანაში ყველა ტიტულს დაეუფლა," - თქვა რუუდ გულიტმა. ცნობისთვის, გულიტი სხვადასხვა დროს  "სამპდორიაში", "ფეიონოორდში", "პსვ"-ში, "ჩელსიში" და "მილანში" თამაშობდა. რუუდი ახლა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

სხვა სტატიები