Belive

საბა ლობჟანიძე: "მატჩიდან მატჩამდე ვუმატებ და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების და თურქული "ჰატაისპორის" ვინგერმა, საბა ლობჟანიძემ თურქულ მედიასთან ინტერვიუში საკუთარ სათამაშო ფორმასა და მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"კარგად თამაში ცოტა ხნის განმავლობაში გავაგრძელეთ. შემდეგ იყო ტრავმები და უიღბლობა. იყო შემთხვევები, როცა გულშემატკივრებს იმედი გავუცრუვეთ. ვფიქრობ, აფრიკის ერთა თასზე წასული მეგობრების დაბრუნებით და დაშავებულების გამოჯანმრთელებით დავუბრუნდებით ძველ თამაშს. ამ ძალას საკუთარ თავში ვპოულობთ. ჩვენ გვჯერა ამის. ჩემს თავს კონკრეტულ მიზნებს არ ვუდგენ, რადგან მთავარია, რომ უშუალოდ მატჩიდან მატჩამდე მოვუმატო და ნაბიჯ-ნაბიჯ გავუმჯობესდე. ჩემს თავს ვაკვირდები და ვცდილობ, ყოველკვირეულად კარგად ვითამაშო, რაც გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება. თუ ეს ასე ხდება, მაშინ უკვე პოზიტიურად ვფიქრობ და მჯერა, რომ შემიძლია უკეთესი გავხდე. ჰათაი ისტორიული ქალაქია, რომელიც იმ ადამიანებმა აუცილებლად უმდა მოინახულონ, რომლებიც ისტორიით დაინტერესებულები არიან. აღარაფერს ვამბობ ადგილობრივ სამზარეულოზე, რომელიც ძალიან მომწონს. და რა თქმა უნდა, ხალხი. ხალხი, რომელიც როცა ჩვენს გვერდითაა, ჩვენი თამაშის ხარისხი საგრძნობლად იზრდება. ჩვენ მოუთმენლად ველით ყველა მატჩს. ვეცდებით, ბრძოლით და მოგებული მატჩებით მათ საუკეთესო საჩუქარი გავუკეთოთ", - თქვა 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა თურქუოლ მედიასთან საუბრისას.
ქართველი მარჯვენაფლანგელის აქტივში მიმდინარე სეზონში, "ჰატაისპორის" მაისურით ჩატარებულ 25 მატჩში 6 გატანილი გოლი და 7 საგოლე პასია.

სხვა სტატიები