Belive

საბა ლობჟანიძე: "რეალობას ვერ გავექცევით, მაგრამ პროფესიონალები ვართ და შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში მარცხის შემდეგ და უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლოსწინა ტურის მატჩამდე სომხეთის წინააღმდეგ, საქართვლოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ კომენტარი გააკეთა. "რეალობას ვერ გავექცევით. გუნდში მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ, მაგრამ ბიჭები ყველა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ყველაზე კარგი რეაბილიტაცია ამ მატჩების მოგება იქნება. მართალია, სომხეთთან და ესტონეთთან გამარჯვებებით ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავალთ, მაგრამ შევეცდებით ხასიათი გამოვიკეთოთ. ამიტომ შემდეგი მატჩებისთვის კარგად მოზადება მნიშვნელოვანია. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ამ მატჩებში მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ", - თქვა ლობჟანიძემ. საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი 15 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები