Belive

საბა ლობჟანიძე თურქული გრანდის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გრანდს, "ფენერბაჰჩეს" სურს. როგორც თურქული aspor-ი იუწყება, სტამბულურ გუნდს ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერების გეგმა უკვე შედგენილი აქვს და იმ 11 ფეხბურთელის სია აქვს ჩამოწერილი, რომლის დამატებასაც ზაფხულის სატრსნსფერო ფანჯრის დროს აპირებს. ამ სიაში 8 ფეხბურთელი თურქეთის სუპერლიგიდანაა, ხოლო 3 მათგანი ქვეყნის საზღვრებს მიღმა თამაშობს. აღნიშნულ სიაში მთავარ პოზიციას საქართველოს ნაკრების მარჯვენა ვინგერი, საბა ლობჟანიძე იკავებს. 27 წლის ფეხბურთელს "ჰატაისპორთან" ერთად კარგი სეზონი აქვს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 8 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს მოგროვებული. მისი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს იწურება. 18-გზის თურქეთის ჩემპიონი მიმდინარე გათამაშებაში 33 ტურის შემდეგ დაგროვებული 62 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ "ტრაბზონსპორს" 10 ქულით ჩამორჩება.  

სხვა სტატიები