Belive

საბერძნეთის მწვრთნელი: "ჩვენ და საქართველო ერთი დონის გუნდები ვართ, მაგრამ დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, "ბათუმი არენაზე", საქართველოს ნაკრების დამარცხების (0:2) შემდეგ, საბერძნეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იან ვანთ სხიპმა, მატჩის შესახებ ისაუბრა. "მატჩს წინ მძიმე ფონი უძღოდა, რაც ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირდება და მინდა, ყველა გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო. როგორც იცით, ეს ყველაფერი ჩვენი სასტუმროს ახლოს მოხდა და შესაბამისად, რთულ მდგონარეობაში ვიყავით. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მძიმე მატჩი გამოვიდა და გამარჯვება მხოლოდ ბოლო წუთებში მოვახერხეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბოლომდე უნდა დაიხარჯო, რათა სასურველ შედეგს მიაღწიო. ჩვენი მიზანი სტოქჰოლმში გამარჯვება და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა იქნება. საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მათ წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში გაგვიჭირდა. ჩვენი ნაკრებები ერთი დონის გუნდები არიან, უბრალოდ დღეს ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. <span;>VAR-ი დაგვეხმარა, მაგრამ იყო მომენტები, როცა მან ჩვენს წინააღმდეგ იმუშავა, გოლის გაუქმების და მეტოქის ფეხბურთელის არ გაძევების ეპიზოდებს ვგულისხმობ. მეტოქეს ძალიან ბევრი სახიფათო ფეხბურთელი ჰყავს, მინდა მე-18 ნომერი (ხვიჩა კვარაცხელია) გამოვარჩიო, მან ჩვენთვის გოლის გატანა საბერძნეთშიც მოახერხა და დღესაც პრობლემები შეგვიქმნა, იგი ძალიან ნიჭიერია. მართალია ბოლო წუთებამდე გოლების გატანა გაგვიჭირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება დავიმსახურეთ" - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა. ანგარიში შეხვედრის 90-ე წუთზე, ანტონიოს ბაკასეტასმა გახსნა, 95-ე წუთზე კი დიმიტრიოს პელკასმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სტატიები