Belive

საბერძნეთის მწვრთნელი: "იმედგაცრუებულები ვართ, ეს არ არის ის, რაც გვსურდა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთან სტუმრად ფრე - 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვანტ შიფმა, პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.
"ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რომელიც გვსურდა. პირველ ტაიმში, რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, თუმცა მთლიანობაში, ცუდი მატჩი გამოგვივიდა. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები შეტევაში სახიფათო გუნდი იყო და ჩვენი გოლის შემდეგ ერთ წუთში ანგარიში გათანაბრდა კიდეც. ისეთი მატჩი იყო, წაგებაც შეგვეძლო და მოგებაც, ამიტომ, ფრე დამსახურებული შედეგია. მთლიანობაში, ამ შედეგით კმაყოფილები არ ვართ. ვერ შევძელით იმ გადაწყვეტილებების მიღება და იმ გამოსავლის მოძიება, რომელსაც ჩვეულებისამებრ ვიღებთ ხოლმე. იმედგაცრუებული ვარ არა იმდენად შედეგით, არამედ თამაშის ხარისხით. დღევანდელი მატჩიდან გამომდინარე, ფრე შეიძლება დამსახურებული შედეგი იყოს, თუმცა მთლიანობაში, ეს არ არის ის, რაც გვსურდა. ყოველთვის თავდაჯერებული უნდა იყო. ესპანეთთან მოპოვებული ქულა გამარჯვების ტოლფასი იყო, ახლა კი ორი ქულა დავკარგეთ. იმედი გვაქვს, სექტემბრისთვის, ისეთი გუნდის ჩამოყალიბებას შევძლებთ, რომელიც სასურველ გამარჯვებებს მიაღწევს. ქულების მოსაპოვებლად კიდევ ბევრი შანსი გვექნება", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა სამ შეხვედრაში დაგროვილი 1 ქულით და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაასრულა. შემდეგი ოფიციალური მატჩი ეროვნულ გუნდს უკვე 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად ელის. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდისთვის ამხანაგური მატჩები იგეგმება, გადაწყვეტილია, რომ 2 ივნისს, “ჯვაროსნები” რუმინეთს დაუპირისპირდებიან.  

სხვა სტატიები