Belive

საბერძნეთის ნაკრების მცველი: "მეტოქის დაცვა ვერ გავარღვიეთ და ამის გამო, გაღიზიანებულები ვართ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული (1:1) შეხვდრის შემდეგ, საბერძნეთის ეროვნული გუნდის ცენტრალურმა მცველმა გეორგიოს ცაველასმა მატჩი შეაფასა.
"არ აქვს მნიშვნელობა ვინ ითამაშა კარგად, ფაქტია, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ. იმედგაცრუებული ვართ, რადგან საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ და ეს უნდა გვაწუხებდეს. წინ ბევრი მატჩი გველოდება და მათზე უნდა ვკონცენტრირდეთ ივნისის ამხანაგური მატჩები უკეთესი იქნება. უნდა აღმოვაჩინოთ თუ რა არ გამოგვივიდა კარგად.  მოწინააღმდეგის დაცვა ვერ გავარღვიეთ და ამის გამო გაღიზიანებულები ვიყავით. მეტოქეს ძალიან მჭიდროდ ვეთამაშებოდით და სახიფათო მომენტების შექმნასაც ვცდილობდით. მიუხედავად იმისა, რომ მატჩში დავწინაურდით, უპირატესობა მალევე დავთმეთ და მეტოქეს გათანაბრების შანსი მივეცით. ჩვენ შეწუხებული ვართ, ვერ ვიტყვით, რომ ამ შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. იმისათვის, რომ სექტემბერში უკეთესად გამოვიდეთ, მეტი შრომაა აუცილებელი", - თქვა გეორგიოს ცაველასმა.
საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა სამ შეხვედრაში დაგროვილი 1 ქულით და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაასრულა. შემდეგი ოფიციალური მატჩი ეროვნულ გუნდს უკვე 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად ელის. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდისთვის ამხანაგური მატჩები იგეგმება, გადაწყვეტილია, რომ 2 ივნისს, “ჯვაროსნები” რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები