Belive

საბერძნეთის ნაკრების თავდამსხმელი: "საქართველო ჰონდურასი არ არის, კარგი დღე არ გვქონდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ფრედ - 1:1 ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, საბერძნეთის ნაკრების ცენტრალურმა ფორვარდმა ვანგელის პავლიდისმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან გამართული შეხვედრა შეაფასა.
"საქართველო ჰონდურასი არ არის (საბერძნეთმა ბოლოს ამხანაგურად, ჰონდურასის წინააღმდეგ ითამაშა).  მათ განსხვავებული სათამაშო დინამიკა აქვთ. შევეცადეთ, რომ თავისუფალი ადგილები არ დაგვეტოვებინა. არ მგონია, რომ შეგვეშინდა, თუმცა გარკვეული ინტერვალებით ვაქტიურობდით​​. კარგი დღე არ გვქონდა და ბევრი მომენტი ვერ შევქმენით. შეტევაში უფრო ეფექტურები უნდა გავხდეთ და თავდასხმა უფრო მრავალფაზიანი უნდა გავხადოთ. უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა დაგანვვითარდეთ", - თქვა ნიდერლანდური "ტილბურგის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რომელსაც წარსულში, გერმანულ "ბოხუმსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" მეორე შემადგენლობაში უთამაშია.
საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა სამ შეხვედრაში დაგროვილი 1 ქულით და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაასრულა. შემდეგი ოფიციალური მატჩი ეროვნულ გუნდს უკვე 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად ელის. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდისთვის ამხანაგური მატჩები იგეგმება, გადაწყვეტილია, რომ 2 ივნისს, “ჯვაროსნები” რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები