Belive

საბერძნეთში გაუჩინარებული მოთამაშე მილანში გამოჩნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ახალგაზრდა მაროკოელი ფეხბურთელის, ჰაკიმ მასტურის ირგვლივ ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. 20 წლის მოთამაშეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ჰაკიმმა 2012 წელს კონტრაქტი "მილანთან" გააფორმა, თუმცა იტალიურ გუნდში ერთხელაც არ უთამაშია. მაროკოელი პარალელურად Youtube-ზე ნეიმართან ერთად ვიდეოებს იღებდა. 2018 წლის სექტემბერში მასტურიმ კარიერა ბერძნულ "ლამიაში" გააგრძელა. 4 თვის შემდეგ კი ჰაკიმი უეცრად გაუჩინარდა და 21 თებერვლამდე დაკარგულად მიიჩნეოდა. გუშინ კი, მისმა აგენტმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი მილანში იპოვეს. ბერძნული "ლამია", რომელთანაც ჰაკიმს კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს, აპირებს, რომ საქმე სასამართლომდე მიიყვანოს.

სხვა სტატიები