Belive

საბურთალო დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ჩატარდა, სადაც "საბურთალომ" ზაგრების "დინამოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0:2 დამარცხდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ხორვატებს ძალიან ღირსეული კონკურენცია გაუწიეს. მეტიც, ორივე ტაიმში "საბურთალოელებმა" ხორვატებზე მეტჯერ დაარტყეს კარში და ბურთის ფლობაშიც აჯობეს, თუმცა სტუმრებმა გამოცდილებით დაგვჩაგრეს და მატჩის 67-ე წუთზე პირველი გოლი გაგვიტანეს, რასაც მალევე  საეჭვო თერთმეტმეტრიანი მოჰყვა და საბოლოო ანგარიში 0:2 დაფიქსირდა. საქართველოს 2018/19 წლების ჩემპიონი ზაგრებში 1 აგვისტოს, ცარიელი სტადიონის წინაშე ითამაშებს.

სხვა სტატიები