Belive

საბურთალო ჰოლანდიელი ფეხბურთელებით გაძლიერდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"საბურთალო" ახალი სეზონისთვის ემზადება. თბილისურმა გუნდმა 2  ჰოლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერი გააფიციალურა. თბილისელებმა ახალწვეულებით ცენტრალური დაცვის ხაზი და შეტევა გააძლიერეს. "საბურთალომ" 25 წლის უკანახაზელი, იულიუს ბლიეკი დაიმატა "იგზლიდან", სადაც მან მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მანამდე ჰოლანდიელი ფეხბურთელი "დორდრეხტში" თამაშობდა. გია ცეცაძის გუნდის მე-2 ახალწვეული მარჯვენა ვინგერი, ჟეროენ ლუმუა. ასაკის მიუხედავად, (24) ჰოლანდიელს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. ლუმუს კარიერაში 157 მატჩი აქვს ჩატარებული და 17 გოლი აქვს გატანილი. ჟეროენს ჰოლანდიის ერედივიზიონშიც 13-ჯერ უთამაშია. "საბურთალოს" ახალწვეული სხვადასხვა დროს "ვილემ 2"-ის, "ჰეერენვენის", "დორდრეხტის", პორტუგალიურ "აროუკასა" და ბულგარულ "ლუდოგორეცის" რიგებში თამაშობდა. ორივე ფეხბურთელმა თბილისურ კლუბთან 1+1 ტიპის კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "საბურთალო" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

სხვა სტატიები