საბურთალო ორ ტურში: 4 ქულა, 2 დანაკარგი

საქართველოს ექს-ჩემპიონმა “საბურთალომ” ეროვნული ლიგის ახალ სეზონში საწყის ორ ტურში 4 ქულა მოაგროვა. “ჩიხურასთან” გამარჯვების შემდეგ, ქვეყნის თასისა და სუპერთასის მოქმედმა გამარჯვებულმა დებიუტანტ “მერანთან” დერბიში უგოლო ფრე ითამაშა.

“მიხეილ მესხი” 2-ზე გამართული შეხვედრა დინამიური გამოდგა და ორივე ტაიმში მეტოქეებს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცათ, თუმცა მიზანს ვერცერთმა მცდელობამ უწია.

“საბურთალოს” წარმატებაში ხელი იმანაც შეუშალა, რომ საწყის წუთებში გუნდმა ლიდერი, გიორგი კოხრეიძე ტრავმის გამო დაკარგა. ორი ტურის შემდეგ, თემურ შალამბერიძის გუნდს მეორე ფეხბურთელი გამოაკლდა – პირველ მატჩში თბილისელებმა ლევან კაკუბავა მოისაკლისეს. სამაგიეროდ, ამ სეზონში პირველად ითამაშა ნიკა მალიმ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

შემდეგ ტურში “საბურთალო” პრინციპულ მეტოქე “დინამო თბილისს”, ხოლო “მერანი” “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება.

(118)

საბურთალო ორ ტურში: 4 ქულა, 2 დანაკარგი

სტატიის ავტორი
-