Belive

საბურთალო ორმა ლეგიონერმა დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"საბურთალო" ოლივიე ბუმალმა და ჟარდელ როდრიგესმა დატოვეს - ინფორმაციას თბილისელები ოფიციალურად ადასტურებენ. როგორც ცნობილია, ორივე ფეხბურთელს ქართულ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა. კამერუნელი ბუმალი "საბურთალოში" ზაფხულიდან თამაშობდა, ხოლო პორტუგალიური წარმოშობის ჟარდელი - მიმდინარე წლის იანვრიდან. როდრიგესმა თბილისური გუნდის რიგებში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება ბუმალს, კამერუნის ნაკრების ყოფილი წევრის ანგარიშზე 12 მატჩში 1 გოლი და 3 ასისტია.

პორტუგალიელ ჟარდელ როდრიგესსა და კამერუნელ ოლივიე ბუმალს კონტრაქტები დაუმთავრდათ და "საბურთალო" დატოვეს. ორივე მათგანს მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებას ვუსურვებთ! 🙏Posted by FC Saburtalo on პარასკევი, 25 დეკემბერი, 2020

სხვა სტატიები