საბურთალო საქართველოს თასის გამარჯვებულია

ზუსტად 1 წლის წინ, ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, საფეხბურთო კლუბმა საბურთალომ კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა – თბილისური კლუბი საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა. დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის ფინალში, რომელიც გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” გაიმართა, 2018 წლის ეროვნული ლიგის გამარჯვებულმა თანაქალაქელი “ლოკომოტივი” 3:1 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა უპირატესობა საწყის წუთებშივე მოიპოვეს. მე-13 წუთზე ანგარიში გიორგი კოხრეიძემ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა, 6 წუთში კი უპირატესობა ორამდე გიორგი გაბედავამ გაზარდა, რომელიც ელვინ ტერას გადაცემის შემდეგ მეტოქის პირისირ აღმოჩნდა და ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმში “რკინიგზელებმა” 1 ბურთი გაქვითეს – 54-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა. გატანილი გოლის შემდეგ, “ლოკოს” გათანაბრების რამდენიმე კარგი შანსი მიეცა, თუმცა მეტოქის სწორი თამაშის ხარჯზე გატანა ვერ შეძლო. პირიქით, მეტოქის კარის კიდევ ერთხელ აღება “საბურთალომ” მოახერხა. 89-ე წუთზე, კუთხურს გამოცდილი ცენტრალური მცველის ლევან კაკუბავას ზუსტი, თავური დარტყმა მოჰყვა. “საბურთალო” თასის მფლობელი გახდა და “დინამო თბილისთან” სუპერთასზე დაპირიაპირება მოუწევს, “ლოკომოტივმა” კი ფინალში წაგების მიუხედავად, ელიგაში მეოთხე ადგილის დაკავების შემდეგ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

(69)

საბურთალო საქართველოს თასის გამარჯვებულია

სტატიის ავტორი
-