Belive

საბურთალო ცენტრალური მცველით გაძლიერდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" ცენტრალური მცველით გაძლიერდა. გიორგი ჭიაბრიშვილის მომზადებულმა გუნდმა 25 წლის ქართველი მცველი, ნიკოლოზ სანდოხაძე დაიმატა. ტრანსფერის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა სულ მალე გაოფიციალურდება. ნიკოლოზ სანდოხაძე 2018-19 წლებში ლვოვის "კარპატის" ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში ის იჯარის წესით "რიგაშიც" ირიცხებოდა. მანამდე კი "სამტრედიასთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. სანდოხაძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშები აქვს. ის 17 წლამდე ნაკრების კაპიტანი იყო. შეგახსენებთ, რომ "საბურთალო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის ემზადება. პირველი შეხვედრა ერევანში "არარატ არმენიას" წინააღმდეგ გუნდმა 1:2 მოიგო. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კი მეტოქეს 14 აგვისტოს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები