Belive

საბურთალომ 1 თვის წინ გუნდში დაბრუნებული ჭანტურია გაუშვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"საბურთალოს" პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გიორგი ჭანტურიას შესახებ ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის ქართველ ფეხბურთელს თბილისელებთან 1+1 კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, გუნდმა ის არ დაიტოვა. გიორგი ჭანტურია "საბურთალოსთან" ერთად ესპანეთშიც იყო შეკრებაზე, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა. "გიორგის 1 წელი გაცდენილი ჰქონდა და ფიზიკური კონდიციების მიუხედავად, მთავარი მწვრთნელის ინიციატივით, მოთამაშე დავიმატეთ. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ჭანტურიას არაერთი შეთავაზება აქვს და იმედია, წარმატებას მიაღწევს," - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ "საბურთალომ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა გია ცეცაძე. ქართველი სპეციალისტი გუნდში 1 თვის მისული იყო. სწორედ მისი სურვილი იყო, რომ გუნდს გიორგი ჭანტურია დაებრუნებინა.

სხვა სტატიები