Belive

საბურთალომ ჩემპიონთა ლიგამდე ფორვარდი დაიმატა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, თავდამსხმელი და ბომბარდირი გიორგი გაბედავა “საბურთალოში” ითამაშებს. ამპლუით ფორვარდმა დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა. გიორგი გაბედავას უახლოეს მატჩებში თბილისურ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა. გიორგი ბოლოს პოლონურ ექსტრაკლასას სოსნოვეცის “ზაგლებიეში” თამაშობდა. "ჩიხურადან" წასულმა თავდამსხმელმა "ზაგლებიეს" მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში 3 ბურთი გაიტანა. რაც შეეხება გასულ სეზონს, გიორგიმ საჩხერელთა შემადგენლობაში 35 თამაშში თავი 22-ჯერ გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.  

სხვა სტატიები