Belive

საბურთალომ დაადასტურა - ჭანტურია ფეხბურთს უბრუნდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
26 წლის გიორგი ჭანტურია, რომელსაც სხვადასხვა დროს, როგორც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ასევე წამყვან ევროპულ კლუბებში უთამაშია, დღეს “საბურთალოსთან” კონტრაქტს გააფორმებს. თბილისური გუნდი ფეხბურთელის ოფიციალურად 31 იანვარს, 17:30 საათზე წარადგენს. გიორგი ჭანტურია “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია. ამპლუით შემტევმა ნახევარმცველმა სწორედ დედაქალაქური კლუბიდან გააგრძელა კარიერა ევროპაში. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელმა "ურალში" თამაშისას. მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც, კარიერაში, 2-წლიანი იძულებითი ცვლილება აიღო.

სხვა სტატიები