Belive

საბურთალომ დაადასტურა: ჭიაბრიშვილი მიდის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" კლუბიდან ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. “ამ ეტაპზე ვიცი, რომ ეს “საბურთალოში” ჩემი ბოლო მატჩი იყო და მომდევნო სეზონში ამ გუნდში აღარ ვიმუშავებ. 6 წლის განმავლობაში “საბურთალოსთან” ერთად დიდი გზა გავიარე, მოვიპოვეთ ჩემპიონობა, თასი… ასე რომ, “საბურთალოს” პირნათელი ვტოვებ. ახლა მხოლოდ იმის სურვილი მაქვს, რომ სახლში წავიდე და დავისვენო. 6 წლის განმავლობაში გადაბმულად ერთ ადგილზე მუშაობა რთულია. ხოლო, თუ როგორ ვიმუშავე, ეს გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა უნდა განსაჯოთ. ჯერ არავისთან არ მილაპარაკია, დავისვენებ და მერე ვნახოთ. ალბათ, საინტერესო წინადადებები გამოჩნდება”.-თქვა 40 წლის სპეციალისტმა "საბურთალოს" ვებ-გვერდთან საუბრისას. ჭიაბრიშვილმა "საბურთალო" უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ამოიყვანა, ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოაგებინა.

სხვა სტატიები