Belive

"საბურთალომ" სტუმრად "შერიფი" გაანადგურა! (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "საბურთალომ" მოლდოვური "შერიფი" 0:3 გაანადგურა და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თბილისელებმა მატჩის დიდი მონაკვეთის მანძილზე შემტევი და დალაგებული ფეხბურთი ითამაშეს და შედეგმაც არ დააყოვნა. ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე "საბურთალოს" მონტენეგროელმა ლეგიონერმა, ოგნიენ როლოვიჩმა გახსნა რომელიც ნიკა მალის ჩაწოდებას გამოეხმაურა, პირველი ტაიმი ანგარიშით 0:1 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში "შერიფმა" აქტიურობა სცადა, თუმცა თბილისელებმა მეტოქის აქტიურობა მალევე ჩაახშეს, 67-ე წუთძე კი გიორგი კოხრეიძემ, რომელიც გამორჩეული იყო მორიგი დრიბლინგი ბრწყინვალე გასროლით და ცხრიანში გატანილი გოლით დააგვირგვინა, 4 წუთში კი თავი შეცვლაზე შემოსულმა ლევან კაკუბავამ გამოიჩინა. "საბურთალომ" საპასუხო მატჩის წინ დიდი ფორა შეიქმნა, მატჩი კი 16 ივლისს თბილისში გაიმართება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში გია ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე ზაგრების "დინამო" იქნება. ფოტო : საბურთალოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

სხვა სტატიები