Belive

საბურთალოს კიდევ ერთი ფეხბურთელი სოლიგორსკის შახტიორში გადავიდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სოლიგორსკის "შახტიორს" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შეუერთდა. ბელორუსულ კლუბში კარიერას გეგა დიასამიძე გააგრძელებს. "საბურთალოს" ყოფილმა ნახევარმცველმა "შახტიორთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "შახტიორში" თბილისური კლუბიდან მიმდინარე წლის ზაფხულში გადაბარგებული ლაშა შინდაგორიძეც თამაშობს, რომელმაც 10 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა და კლუბს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. 27 წლის ნახევარმცველი, რომელიც წარსულში "ორჰუსში", "დილაში", "სასკოსა" და "ლოკომოტივში" თამაშობდა, "საბურთალოში" ქვეყნის ჩემპიონატის და თასის მოგება მოახერხა, წინა სეზონში კი 25 მატჩში 11 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები