Belive

საბურთალოს ლეგიონერი: "ჩუპო-მოტინგს ფინალის დღეს ვესაუბრე"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ფინალში კამერუნელი ფეხბურთელის, ჩუპო-მოტინგის "პსჟ" "ბაიერნთან" 0:1 დამარცხდა. 31 წლის თავდამსხმელმა მატჩი სათადარიგო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ბოლო წუთებში შანსი მიიღო. "საბურთალოს" ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ჩუპო-მოტინგის შესახებ თბილისური კლუბის კამერუნელმა ახალწვეულმა, ოლივიე ბუმალმა ისაუბრა.
"ჩუპო-მოტინგს ფინალის დღეს ვესაუბრე. ვილაპარაკეთ პსჟ-ს შანსებზე, იმ დღის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, წარმატება ვუსურვე. სამწუხაროა, რომ ჩემი თანამემამულე დამარცხდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება და იმედი მაქვს, სხვა დროს მიეცემა გამარჯვების შესაძლებლობა. კამერუნის ნაკრების ფეხბურთელებს მიმოწერა გვაქვს, ხშირად ვსაუბრობთ-ხოლმე და მოვიკითხავთ ერთმანეთს. როდესაც სანაკრებო მატჩები ახლოვდება, ყველას ძალიან გვიხარია," - თქვა ბუმალმა.

სხვა სტატიები