Belive

საბურთალოს მწვრთნელის პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოს" მეტოქე მოლდოვური "შერიფი" იქნება. წილისყრასა და მეტოქეზე კომენტარი "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა: “ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი სუსტი გუნდი არ არსებობს. ხუთი სავარაუდო მეტოქედან შესაძლო იყო სხვა გუნდებიც შეგვხვედროდა, მაგრამ მოწინააღმდეგედ მოლდოვური "შერიფი" გვერგო. სიმართლე გითხრათ, სურვილი მქონდა გლაზგოს "სელტიკს" შევხვედროდით. "შერიფის" თამაში ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ვნახე, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შარშან შეხვდა. ამ ეტაპზე ვიცი ისიც, რომ ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ლეანდრო რიბეირო ირიცხება, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. რაც შეეხება საშინაო თუ საგარეო შეხვედრას, მერჩივნა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გვქონოდა, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ ღირს. ვეცდებით, ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი”, – თქვა "საბურთალოს" ახალგაზრდა სპეციალისტმა. აქვე გეტყვით, რომ ხსენებული გუნდების პირველ მატჩს მოლდოვა 10 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, 17 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები