Belive

საბურთალოს ფეხბურთელს მაშველები და მყვინთავები მდინარე არაგვში ეძებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მეორე გუნდის წევრი გიორგი შაქარაშვილი, 2 დღის წინ, მცხეთის ტერიტორიიდან უგზოუკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი 20 ივნისს გახდა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო ღონისძიებები მდინარე არაგვის ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა.ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას. აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით. 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი", - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განცხადებაში.

სხვა სტატიები