Belive

საჩივარი არ დაკმაყოფილდა - დემბელეს დისკვალიფიკაცია ძალაშია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას" თავდამსხმელმა უსმან დემბელემ ლა ლიგის მერვე ტურში, "სევილიასთან" (4:0) მოგებულ შეხვედრაში, მსაჯთან შელაპარაკების გამო წითელი ბარათი მიიღო. ესპანეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა ფრანგ ფეხბურთელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. სასჯელის მიღების შემდეგ, კატალონიურმა კლუბმა გასაჩივრება გადაწყვიტა, თუმცა AS-ის ცნობით გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. თავდაპირველად, დისკვალიფიკაციის გამო, დემბელეს ელ კლასიკოს გამოტოვება უწევდა, თუმცა კატალონიაში არსებული მძიმე ვითარების გამო, შეხვედრა დეკემბრისთვის გადაიდო. ამრიგად, დემბელეს "ეიბართან" და "ვალიადოლიდთან" მატჩების გამოტოვება მოუწევს.

სხვა სტატიები