Belive

სად არის ახლა გაისკა მენდიეტა?

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

გაისკა მენდიეტა ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც ფეხბურთის გულშემატკივრებს თავი გამორჩეული გოლებით, ტექნიკური მოძრაობებით და როგორც შემტევითი, ასევე დაცვითი უნარებით დაამახსოვრა. წარმოშობით ბასკმა ნახევარმცველმა კარიერის უდიდესი ნაწილი "ვალენსიაში" გაატარა, თუმცა ამასთან, "ბარსელონასა" და "ლაციოშიც" ითამაშა. ბილბაოში დაბადებულმა მენდიეტამ, ფეხბურთს 16 წარმატებული წელი მიუძღვნა და კარიერა 2008 წელს დაასრულა. მისი ბოლო გუნდი ინგლისური "მიდლსბრო" იყო, სადაც იგი 4 წლის განმავლობაში თამაშობდა და გუნდს ისტორიაში პირველი ინგლისის ლიგის თასის მოპოვებაში დაეხმარა.

ფეხბურთიდან ელექტრონული მუსიკის სცენაზე

კარიერის დასრულებიდან 11 წლის შემდეგ, გაისკა მენდიეტა მუსიკით სერიოზულად დაინტერესდა. 6 წლის წინ, BBC-სთან ჩაწერილი ინტერვიუს დროს, მენდიეტა საუბრობდა, რომ სპორტის ანალიტიკოსად მუშაობისა და სამწვრთნელო კურსებზე სწავლის პარალელურად, იგი მუსიკით აქტიურად იყო დაკავებული: "კარიერის დასრულების შემდეგ, მუსიკით უფრო აქტიურად დავკავდი, რადგან ამისთვის მეტი დრო მაქვს. მუსიკა ჩემი ცხოვრებაა," აღნიშნა მენდიეტამ.
gaizka mendieta
1999-2000 და 2000-2001 წლებში, UEFA-ს ვერსიით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველმა, საფეხბურთო მოედნიდან ელექტრონულ სცენაზე გადაინაცვლა
  გარკვეული პაუზის შემდეგ, გაისკა მენდიეტა კვლავ ბრიტანულ სცენაზე ბრუნდება: 19 ოქტომბერს, იგი ლონდონში მდებარე Shacklewell Arms-ში დაუკრავს და მუსიკის მოყვარულებს ინდიპოპის, პოსტ-ფანკის და 60-იანი მუსიკის სინთეზს შესთავაზებს: "ლონდონი ნიუ-იორკს ჰგავს. ეს არის ქალაქი, რომელიც არასოდეს ჩერდება და რომელიც ბევრ შესაძლებლობას გაძლევს," აღნიშნა ყოფილმა ფეხბურთელმა. ცნობილია, რომ გაისკა მენდიეტა Shacklewell Arms-ში მსმენელს შემდეგი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მუსიკის საკუთარს ვერსიებს შესთავაზებს:
  • Allo Darlin'
  • Alvvays
  • The B-52's
  • The Beatles
  • Belle and Sebastian
  • Blondie
  • David Bowie
  • Camera Obscura
  • Chorusgirl
  • The Clash
  • The Cure
  • Delta 5
  • Depeche Mode
  • The Fall
  • Flowers
  • Gang of Four
  • Hefner
  • Iggy Pop
  • Joanna Gruesome
  • Joy Division
  • Cate Le Bon
  • Le Tigre
  • Manic Street Preachers
  • McCarthy
  • New Order
  • Night Flowers
  • Orange Juice
  • The Pains of Being Pure at Heart
  • The Pastels
  • Patience
  • Pixies
  • Pulp
  • The Raincoats
  • Sacred Paws
  • The Shop Assistants
  • Shrag
  • Siouxsie and the Banshees
  • The Slits
  • Patti Smith
  • The Smiths
  • Standard Fare
  • Talking Heads
  • Talulah Gosh
  • Teleman
  • Tigercats
  • The Vaselines
  • The Velvet Underground
  • Veronica Falls
  • Wire
  • X-Ray Spex.

სხვა სტატიები