Belive

სად არის ახლა რაიმონ დომენეკი?

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
რაიმონ დომენეკი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 2004-2010 წლებში წვრთნიდა - მასზე დიდი ხნის განმავლობაში, "მამლების" ხელმძღვანელობის პატივი ისტორიაში მხოლოდ 2 მწვრთნელს ერგო. სწორედ დომენეკის ხელმძღვანელობის პერიოდში, საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც გამორჩეულად დრამატულ მატჩში, იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა. 2006 წლის შემდეგ, საფრანგეთს ნაკრებმა დაღმასვლა განიცადა: 2008 წელს, ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს. იგივე განმეორდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც - მხოლოდ 1 ფრე და სრული ფიასკო. როგორც დომენეკი ამბობს, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 3 წლის შვილმა მას კითხვა დაუსვა: "მამა, შენ დაგაპატიმრებენ?"

საფრანგეთის უდიდესი მტერი

რაიმონ დომენეკისადმი საფრანგეთში უზომოდ ნეგატიური განწყობა იყო შექმნილი, გულშემატკივარი მას "საფრანგეთის უდიდეს მტერს" უწოდებდა. "საფრანგეთის პირველი მტერი ნიკოლა სარკოზი იყო, მეორე ადგილზე ალბათ მე ვიყავი," ამბობს იგი. 2010 წლის 30 ივნისს, დომენეკი საფრანგეთის ნაკრებს დაემშვიდობა და მას მერე, შეიძლება ითქვას, საფეხბურთო სამყაროდან გაუჩინარდა. 2012 წელს, მან გამოსცა წიგნი, რომელსაც "სრულიად მარტო" (Tout Seul) ეწოდება. წიგნში მან განსაკუთრებით ნიკოლა ანელკა, ტიერი ანრი და ფრანკ რიბერი გააკრიტიკა: "მექსიკას ვეთამაშებოდით, ანელკამ შესვენებაზე მაგინა. სიტუაციის დაწყნარებას მხოლოდ პატრის ევრა ცდილობდა. ანელკამ მთელი გუნდი გაანადგურა და შემდეგ გალასთან ერთად იცინოდა. ანელკა და ანრი არიან პირველი ადამიანები, რომლებიც ჩაძირულ გემს ტოვებენ. რიბერი კი გურკუფს ვერ იტანდა, რაც მისი თვალებიდან ჩანდა. რიბერის ხასიათის შესახებ მაფრთხილებდნენ, მაგრამ არ გავითვალისწინებ, სულელი ვარ," იხსენებს დომენეკი. მიუხედავად იმისა, რომ ევრა გუნდის დამშვიდებას ცდილობდა, მან ვერ შეძლო გუნდის აჯანყების შეჩერება - დომენეკის წასვლა თავად  საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მოთხოვნა იყო.
hjv0f9tqeyh9t9t5pa58

ასტროლოგია და ფეხბურთი

დომენეკი აღიარებს, რომ გუნდის შემადგენლობაზე ფიქრისას, იგი ასტროლოგიურ ნიშნებს ენდობოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რობერ პირესი 2006 წლის განაცხადში მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ მისი ზოდიაქოს ნიშანი მორიელი იყო. დომენეკი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მცდარია, თუმცა ასტოლოგიისადმი დიდ ინტერესს არ უარყოფს, რაც ამყარებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ დომენეკი გუნდს მართლაც არასტანდარტული მეთოდებით მართავდა. "ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული თითოეული საკითხით, რომელიც ადამიანებზე გავლენას ახდენს. ვსწავლობდი კომუნიკაციის ტექნიკებს, ტრანზაქციულ ანალიზს და ა.შ. როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ასტროლოგიით ვიყავი დაინტერესებული, მათ მე ჯადოქრად მომნათლეს. რეალურად, ასტროლოგია ადამიანის ხასიათის ამომცნობი საშუალებაა და არა მომავლის წინასწარმეტყველების შესაძლებლობა," განაცხადა მან.

და სად არის ახლა რაიმონ დომენეკი?

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან წამოსვლისა და მისი არასტანდარტული შეხედულებების ფონზე, დომენეკმა წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ნამდვილად ვერ აიწყო. 2016 წლიდან, ის ბრეტანის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის. დიდი ალბათობით, ჩვენი მკითხველების დიდი ნაწილი იტყვის: "კი მაგრამ, რა არის ბრეტანი?" ის, რომ ბრეტანი არსებობა ჩვენთვის უცნობია, არც არის გასაკვირი: ბრეტანი არის რეგიონი, რომელიც საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბრეტანის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და გარე სამუყაროსთან საკმაოდ მცირე კონტაქტი აქვს. ბრეტანს FIFA-სთან და UEFA-სთან ურთიერთობა არ აკავშირებს, თუმცა სამოყვარულო დონის თამაშები, ბრეტანში FIFA-ს წესებით იმართება. ბრეტანი UEFA-სა და FIFA-ს ტურნირებში მონაწილეობას არ იღებს, ბრეტანში კი დაახლოებით 100 ფეხბურთელია. ბრეტანში არსებული ფეხბურთის სამოყვარული დონის შესასამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 66 წლის დომენეკის საფეხბურთო კარიერა დასრულებულა. ...და რომ არა ზიდანის ისტორიული თავური, რომელიც მან მარკო მატერაცის უთავაზა, შეიძლება ბრეტანის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელიც ყოფილიყო.

სხვა სტატიები