Belive

სად არის ახლა ტომას გრავესენი?

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ფეხბურთის გულშემატკივრებს ტომას გრავესენი კარგად ახსოვთ - ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე აგრესიულობით უფრო მეტად გამოირჩეოდა, ვიდრე საფეხბურთო უნარებით. მისი საფეხბურთო კარიერა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, თუმცა არანაკლებ ინტერესს იწვევს მისი ცხოვრება საფეხბურთო მოედანს მიღმა - ამ სტატიაში ტომას გრავესენის კარიერისა და ცხოვრების შესახებ ვისაუბრებთ.

გზა ევერტონიდან სამეფო კლუბამდე

2000-2005 წლებში, დანიელი ნახევარმცველი "ევერტონის" რიგებში რეგულარულად თამაშობდა, თუმცა 2005 წელს სრულიად მოულოდნელი ტრანსფერი შედგა: გრავესენს "ევერტონთან" კონტრაქტი 2005 წლის ივლისში უმთავრდებოდა, როდესაც მისი შეძენით მადრიდის "რეალი" დაინტერესდა. მადრიდელებმა მისი შეძენა იანვარში ძალიან დაბალ თანხად, £2.5 მილიონად შეძლო.
"რეალში" ტრანსფერს გრავესენი ასე იხსენებს: "კინოში ვიყავი ჩემს ძმასთან ერთად, როდესაც აგენტმა დამირეკა. მითხრა, რომ ჩემით მადრიდელები ინტერესდებოდნენ. ვიფიქრე, რომ "ატლეტიკოს" უნდოდა ჩემი შეძენა, მაგრამ როცა გავიგე, რომ ეს გუნდი "რეალი" იყო, მაშინვე ვუთხარი, რომ მადრიდში გაფრენილიყო. მადრიდელებს ტრანსფერის სწრაფად განხორციელება სურდათ და ყველაფერი სწორედ ასე მოხდა," ამბობს გრავესენი.  თავდაპირველად, მადრიდში მისი კარიერა არცთუ კარგად წარიმართა: გრავესენს სათამაშო სტილის გამო მუდმივად აკრიტიკებდნენ. ესპანური მედია წერდა, რომ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ვანდერლეი ლუშემბურგომ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც დანიელი "გალაქტიკოსის" რიგებს შეუერთა. თუმცა ლუშემბურგოს შემცვლელმა, ხუან რამოს ლოპეს კარომ, გრავესენს ნდობა გამოუცხადა, რის შედეგადაც, დანიელი საყრდენი ნახევარმცველი 4–1–4–1 ფორმაციის "რეალის" უცვლელი წევრი გახდა.

მადრიდული კარიერის დასასრული

მადრიდის "რეალიდან" გრავესენის გაშვების მთავარი საბაბი რობინიოსთან მომხდარი ჩხუბი გახდა - ვარჯიშის დროს, გრავესენმა რობინიოს მიმართ მორიგი სახიფათო ვარდნა განახორციელა, რასაც ორ ფეხბურთელს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. "გრავესენს უნდა რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც თავად სურს. მე მისი დამოკიდებულება არ მომწონს," განაცხადა"რეალის" იმჟამინდელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ. გრავესენი მადრიდს დაემშვიდობა და  კარიერა "სელტიკში" გააგრძელა. ორი წლის შემდეგ, იგი დროებით "ევერტონში" დაბრუნდა, ხოლო 2009 წლის იანვარში კი კარიერა დაასრულა.
dsdfsdfsdfsd

გრავესენის ცხოვრება კარიერის დასრულების შემდეგ

როგორც ცნობილია, მადრიდის "რეალში" თამაშისას, გრავესენი კვირაში £85,000-ს გამოიმუშავებდა. გამომუშავებული თანხა გრავესენმა გონივრულად გამოიყენა და სხვადასხვა მიმართულებით დააბანდა. ამასთან, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, გრავესენი პოკერმა გაიტაცა და სოლიდური თანხის მოგებაც შეძლო. პოკერის ფორუმზე, სახელწოდებით Two Plus Two, ვკითხულობთ, რომ გრავესენმა 1 დღეში პოკერში £54 მილიონი წააგო: "დანამდვილებით გეტყვით, რომ გრავესენს პოკერში £80 მილიონზე მეტი აქვს მოგებული, თუმცა ამისათვის მას ძალიან დიდი გზის გავლა მოუწია. ერთ-ერთ გათამაშებაზე, მას სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავდა და 1 ღამეში £54 მილიონი წააგო," წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, TarantulaGargantu. რამდენად რეალურია ეს ისტორია, დაუდგენელია, თუმცა გრავესენის ხასიათიდან გამომდინარე, დაუჯერებლად ნამდვილად არ ჟღერს.

პირადი ცხოვრება

დღეს გრავესენი სამერლინში (ლას-ვეგასთან ახლოს მდებარე), კერძო დასახლებაში, წარმოშობით ჩეხ მოდელთან, კამილა პერსესთან ერთად ცხოვრობს. მისი მეზობლები ცნობილი მსახიობი, ნიკოლას კეიჯი და ჩოგბურთის ლეგენდები, ანდრე აგასი და შტეფი გრაფი არიან. £100 მილიონის მფლობელი გრავესენი Mercedes SLR McLaren-ით გადაადგილდება და საფეხბურთო მოედანს მიღმა, საინტერესო ცხოვრებით ტკბება.

სხვა სტატიები