Belive

სად იყვნენ ბაიერნის ფეხბურთელები 5 წლის წინ ?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ცნობილი გამოცემა Givemesport საინტერესო სტატიას აქვეყნებს. სტატიაში გამოქვეყნებულია ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად იყვნენ მიუნხენური გრანდის ფეხბურთელები 5 წლის წინ. მანუელ ნოიერი - 5 წლის წინ გერმანელი მეკარე "ბაიერნში" იყო. ნოიერი მეცხრე სეზონია "რეკორდმაისტერის" ღირსებას იცავს. ჯოშუა კიმიხი - ზუსტად 5 წლის წინ კიმიხი "ბაიერნში" "ლაიპციგიდან" 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა. ჯერომ ბოატენგი - განური ფესვების მქონე გერმანელი 5 წლის წინ "ბაიერნში" ასპარეზობდა. დავიდ ალაბა - ავსტრიელი კლუბს 2008 წელს შეუერთდა და რა თქმა უნდა 5 წლის წინ დავიდი "ბაიერნში" ირიცხებოდა. ალფონსო დეივისი - კანადელი 5 წლის წინ ვაითქაფის "რესიდენსიში" ირიცხებოდა. ტიაგო ალკანტარა - ესპანელი ნახევარმცველი 5 წლის წინ "ბაიერნში" ირიცხებოდა. ტიაგო მიუნხენურ გიგანტს 2013 წელს შეუერთდა. ლეონ გორეცკა - 5 წლის წინ გორეცკა "შალკეს" შემადგენლობაში ასპარეზობდა. ტომას მიულერი - ტომასი "ბაიერნის" თილისმაა და რა თქმა უნდა 5 წლის წინ "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში ირიცხებოდა. სერჟ გნაბრი - გნაბრი 5 წლის წინ "ვესტ ბრომვიჩის" ღირსებას იცავდა. გერმანელ ფეხბურთელს არ უწინასწარმეტყველებდნენ დიდ მომავალს, მაგრამ სერჟმა ყველა კრიტიკოსს საკადრისი პასუხი გასცა. რობერტ ლევანდოვსკი - პოლონელი გოლეადორი 5 წლის წინ "ბაიერნში" ასპარეზობდა. ფილიპე კოუტინიო - 5 წლის წინ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი "ლივერპულის" ღირსებას იცავდა. ლუკას ჰერნანდესი - ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი, 5 წლის წინ მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა. ხავი მარტინესი - მრავალი წელია ესპანელი "ბაიერნის" ღირსებას იცავს. ალვარო ოდრიოსოლა - 5 წლის წინ ახალგაზრდა ესპანელი მარჯვენა მცველი "რეალ სოსიედადის" შემადგენლობაში აგორებდა ბურთს. ბენჟამინ პავარი - პავარი 5 წლის წინ "ლილის" მაისურით იწონებდა თავს. კორენტინ ტოლისო - ტოლისო 5 წლის წინ საფრანგეთში, კონკრეტულად კი "ლიონში" ასპარეზობდა. სვენ ულრაიხი - გერმანელი მეკარე 5 წლის წინ "შტუტგარტის" მტავარი კიპერი გახლდათ. როგორც ხედავთ "რეკორდმაისტერის" ძირითადი ბირთვი, უკვე მრავლაი წელია ერთად ასპარეზობს.

სხვა სტატიები