Belive

ანდორის ნაკრების ფეხბურთელების პროფესიები

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ერთა ლიგის" მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ანდორას დაუპირისპირდება. მატჩი შაბათს, 13 ოქტომბერს 20:00 საათზე "დინამო არენა"-ზე გაიმართება. ანდორა ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებს. მათ ორი ტურის შემდეგ 2 ქულა აქვთ, შესაბამისად "ერთა ლიგაზე" წაგების გარეშე ასპარეზობენ, რაც ამ ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია. საინტერესოა, ფეხბურთელები, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ, რეალურად რა პროფესიის არიან და ფეხბურთის თამაშის გარდა, პარალელურად რას საქმიანობენ. 33 წლის თავდამსხმელი, გაბი რიერა პროფესიით მექანიკოსია. რიერას ეროვნულ გუნდში 40 მატჩში 1 ბურთი აქვს გატანილი. კიდევ ერთი ვეტერანი ფეხბურთელი, 35 წლის ედუარდო პეპპე სასტუმროს მიმღებში მუშაობს. ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ივან ლორენცო კი სასტუმროს ადმინისტრატორია. სკოლის მასწავლებელია კრისტიან მარტინესი. იგივე პროფესია აქვს მარკ პუიოლს. მართალია მარკი ლეგენდარული ესპანელი მცველის, კარლეს პუიოლის მხოლოდ და მხოლოდ მოგვარეა, მაგრამ თავის ნაკრებში 80 შეხვედრა აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ანდორის ნაკრების კაპიტანს, ლიდენფოს ლიმას, ანდორელს 115 შეხვედრა აქვს ნათამაშები ეროვნული გუნდის მაისურით. ლიმა პოლიციელია. ანდორის ნაკრებში ასევე დაცვის კომპანიის წევრებიც თამაშობენ. საქართველოს ნაკრები, ზემოთ აღნიშნულ ანდორას 4 ქულით უსწრებს. გამარჯვების შემთხვევაში კი ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდი პირველი ადგილისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.  

სხვა სტატიები