Belive

სად წავა ჯანო? რუსული მედია ანანიძის მომდევნო კლუბს ასახელებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსულ მედიაში აქტიურად ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ "სპარტაკი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯანო ანანიძის გაშვებას აპირებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად ითამაშებს ქართველი ნახევარმცველი, თუმცა, Sportbox.ru-მ შესაძლო ვარიანტი დაასახელა. წყაროს თანახმად, "სპარტაკი" ანანიძეს ტულას "არსენალში" გაანათხოვრებს. აღნიშნულ გუნდში საქართველოს ნაკრებში დაბრუნებული მცველი, გია გრიგალავაც თამაშობს. რუსული გამოცემის, Sportbox-ის ჟურნალისტის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოველებმა ჯანო გაყიდონ. ამის მიზეზი რუსული კლუბების არც თუ ისე მაღალი გადახდისუნარიანობაა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ანანიძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს. ქართველი ფეხბურთელი რუსეთში უკვე 10 წელია თამაშობს.

სხვა სტატიები