Belive

სად წავა სოლარი პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სანტიგო სოლარი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი აღარაა - არგენტინელი სპეციალისტი ზინედინ ზიდანმა ჩაანაცვლა, რომელსაც კლუბის კრიზისიდან გამოყვანა დაევალა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სოლარიმ არცთუ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, იგი გუნდში კვლავ რჩება - არგენტინელმა ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნასთან დაკავშირებით "რეალისგან" უკვე მიიღო წინადადება. "სოლარი რეალის ნაწილია, მას გუნდი ძალიან უყვარს და ბერნაბეუ მისი სახლია. სოლარის შეუძლია გუნდში დარჩეს და მუშაობა გააგრძელოს, თუკი მას ამისი სურვილი ექნება," განაცხადა "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა. შეგახსენებთ, რომ სანტოაგო სოლარი წლების განმავლობაში "რეალის" ფეხბურთელი იყო - სამეფო კლუბის მაისურით არგენტინელს 208 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ასევე იხილეთ: ზიდანი რეალში დაბრუნდა

სხვა სტატიები